Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები იუნესკოს ეგიდით ჩატარებული ბიოეთიკის სამთავრობათაშორისო კომიტეტის სხდომაზე

16-17 სექტემბერს UNESCO-ს სათაო ოფისში (პარიზი, საფრანგეთი) გამართულ ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტის (International Bioethics Committee IBC) რიგით 31-ე სესიის, ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტისა და ბიოეთიკის მთავრობათაშორისი კომიტეტის (Intergovernmental Bioethics Committee IGBC) ერთობლივი სესიისა და სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიების ეთიკური საკითხების მსოფლიო კომისიის (World Commission on Ethics of Scientific Knowledge and Technology COMEST) რიგგარეშე სესიის სხდომებს დაესწრნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ასოც. პროფ. ნატო ფიცხელაური და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი პროფ. ნინო ჩიხლაძე.

ჩატარებული სესიების და საპანელო დისკუსიების თემას წარმოადგენდა ჯანდაცვასა და მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, გენური ინჟინერიის, სინთეზური ბიოლოგიის, კვანტური ფიზიკის და კოსმოსის ათვისების ეთიკური ასპექტები.  ორივე დღეს მუშაობა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში და დასრულდა შემაჯამებელი რეკომენდაციების შემუშავებით.